რატომ და როდის სჭირდება თქვენს ბიზნესს იურისტი და ადვოკატი
რატომ და როდის სჭირდება თქვენს ბიზნესს იურისტი და ადვოკატი
იურიდიული პრინციპებისა და საკითხების კომპლექსურ სამყაროში, რომელსაც თავს ვერც ერთი ბიზნესი ვერ აარიდებს, გადამწყვეტია გვესმოდეს განსხვავება იურისტსა და ადვოკატს შორის, განსაკუთრებით, ისეთ იურისდიქციაში, როგორიც საქართველოა, სადაც კვალიფიკაცია და როლები სხვადასხვაგვარადაა გადანაწილებული. იქედან გამომდინარე, რომ იურიდიული სერვისები ბიზნესის წარმოებას ამარტივებს, კანონთან შესაბამისს ხდის პროცესებს და რაც მთავარია, კომპანიას მოულოდნელ გართულებებისაგან იცავს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ვის მიმართოთ, როცა იურიდიული სერვისების აუთსორსინგი გჭირდებათ. ასეთ დროს, მნიშვნელობა სანდო და გამოცდილ იურიდიულ ფირმაზე შეაჩეროთ, რომელიც კვალიფიციური ადვოკატებითა და იურისტებით იქნება დაკომპლექტებული. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში, ყველასათვის გასაგებ ენაზე მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რატომ სჭირდება კომპანიას იურისტისა და ადვოკატის მომსახურება და ამასთანავე, გაგაცნობთ Prime Legal-ს, საქართველოში ერთ-ერთ მოწინავე იურიდიულ კომპანიას, რომელიც თქვენი ბიზნესის ინტერესებს ნებისმიერი სირთულისა თუ გამოწვევის წამოჭრისას, წარმატებით დაიცავს.
რა დროს სჭირდება კომპანიას იურისტი?
იურისტი, საქართველოს კანონმდებლობის კონტექსტში, არის პროფესიონალი, რომელმაც იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი წარმატებით მოიპოვა. მსგავსი გამოცდილებისა და ბაზის მქონე პირებს სამართლებრივი პრინციპების, დებულებებისა და სასამართლო პრაქტიკის ღრმა ცოდნა აქვთ, მაგრამ არ შეუძლიათ ლიცენზირებული საადვოკატო საქმიანობის წარმოება, რაც ამ შემთხვევაში, კლიენტების სასამართლოში წარმომადგენლობას გულისხმობს.
შესაბამისად, გარდა იმ შემთვევებისა, როდესაც კომპანიას სასამართლო წარმომადგენლობა სჭირდება, სხვა ნებისმიერ იურიდიულ საქმიანობაში, იურისტი სრული კომპეტენციითა და ექსპერტიზით, წარმატებით შეძლებს ბიზნესის იურიდიული საჭიროებების დაკმაყოფილებას, მაგალითად:
- იურიდიული კვლევა და ანალიზი: იურისტებს შეუძლიათ ყოვლისმომცველი იურიდიული კვლევის ჩატარება, რათა კომპანიის ოპერაციებთან შესაბამისობაში მყოფ რთულ სამართლებრივ საკითხებს გაეცნონ, შესაბამისად გააანალიზონ სიტუაცია და გასცენ რეკომენდაცია.
- კონტრაქტის შედგენა და განხილვა: იურიდიულად სავალდებულო კონტრაქტებისა და შეთანხმებების შემუშავება თუ მოდიფიკაცია, რომლებიც იცავს კომპანიის ინტერესებს, მოითხოვს დეტალების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებასა და დაკვირვებას, რასაც იურისტების საქმიანობა მოიცავს.
- მარეგულირებელთან შესაბამისობა: სამართლებრივი რეგულაციების ლაბირინთში ნავიგაცია და კომპანიის იურიდიული საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა იურისტის ექსპერტიზის ფარგლებშია, რაც მათ სერვისსა და მომსახურებას შეუცვლელს ხდის.
რა დროს სჭირდება კომპანიას ადვოკატი?
იურისტისაგან განსხვავებით, საქართველოს კანონმდებლობით, ადვოკატი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, რომელმაც იურიდიული ფაკულტეტის დასრულებისა და შესაბამისი პრაქტიკის გავლის შემდეგ, წარმატებით ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოიპოვა ადვოკატის ლიცენზია. ეს ლიცენზია ადვოკატს უფლებამოსილებას აძლევს წარმოადგინოს კლიენტი სასამართლოში და გაუძღვეს მის პროცესს.
როგორც წესი, კომპანიები, ყველაზე ხშირად, ადვოკატის მომსახურებას შემდეგი მიზნებისათვის ითხოვენ:
- სამართალწარმოება და დავის გადაწყვეტა: სამართლებრივი დავების, მათ შორის, სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საკითხების შემთხვევაში, ლიცენზირებული ადვოკატი შეუცვლელი კადრია. ვინაიდან, სასამართლო დარბაზში სწორედ ადვოკატი იცავს თქვენს ბიზნესს და ინტერესებს.
- იურიდიული კონსულტაცია: ასევე, აღსანიშნავია, რომ ადვოკატი გაწვდით სტრატეგიულ იურიდიულ რჩევებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს და იცავს კლიენტების უფლებებს სხვადასხვა სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობისას.
- რთული იურიდიული ტრანზაქციები: შერწყმის, შესყიდვის ან რთული ბიზნესტრანზაქციების შემთხვევაში, ადვოკატები ფლობენ იმ ფასდაუდებელ გამოცდილებას, რომელიც სამართლებრივი სირთულეების ნავიგაციისა და რისკების შესამცირებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ოპტიმალური არჩევანი: იურიდიული სერვისების აუთსორსინგი თუ შიდა რესურსის ძალა?
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის შიგნით იურიდიული გუნდის დაკომპლექტება შესაძლოა გარკვეული ტიპის ბიზნესისთვის მართლად მომგებიანი იყოს, იურიდიული მომსახურების აუთსორსინგი რამდენიმე განსხვავებულ უპირატესობას მოიცავს.
უპირველეს ყოვლისა, იურიდიული გუნდის აუთსორსინგი უზრუნველყოფს ფართო სპექტრის ექსპერტების სერვისის მიღებას, რაც შესაძლოა რთული მისაღწევი იყოს ერთი ან ორი მუდმივი კადრის კოპანიის შიგნით დასაქმებით. ეს მრავალფეროვნება ბიზნესს საშუალებას აძლევს იურისტისა და ადვოკატის ის სპეციალიზებული ცოდნა გამოიყენოს, რომელიც მათ სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული, იქნება ეს საკონტრაქტო სამართალი, სამართალწარმოება თუ სხვა.
გარდა ამისა, იურიდიული სერვისების აუთსორსინგი შეიძლება იყოს უფრო ეკონომიური, რადგან ბიზნესი მხოლოდ მაშინ იხდის მომსახურების საფასურს, როდესაც იურიდიული სერვისები ესაჭიროება. უფრო მეტიც, გარე იურიდიულ გუნდები, ხშირად, ახალი პერსპექტივიდან უყურებენ საკითხს, რაცსამართლებრივი გამოწვევებისას ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებათ.
პრაიმ ლეგალის გუნდი: კვალიფიციური ადვოკატები და იურისტები
Prime Legal-ში ყველაზე კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იურიდიული კუთხით ნამდვილი პროფესიონალების გუნდის არსებობა, რომელიც კლიენტების საჭიროებებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს. შესაბამისად, პრაიმ ლეგალის გუნდი დაკომპლექტებულია როგორც მაღალკვალიფიციური იურისტებით, ასევე გამოცდილი ადვოკატებით, რომლებიც იურიდიულ საკითხთა ფართო სპექტრში ბიზნესის მხარდაჭერასა და დახმარებას უზრუნველყოფენ.
Prime Legal-ში დასაქმებული იურისტები საკითხისადმი სიღრმისეული ცოდნითა და გამოცდილებით, იურიდიული კუთხით კომპანიის სტრატეგიულ ხელმძღვანელობასა და გამოწვევებთან გამკლავებას უზრუნველყოფენ. ამავდროულად, პრაიმ ლეგალის იურისტებისა და ლიცენზირებული ადვოკატების გუნდი მზად არიან უზრუნველყონ კვალიფიციური წარმომადგენლობა და ადვოკატირება სხვადასხვა ტიპის სასამართლო პროცესში, დაიცვან კლიენტების ინტერესები და მაქსიმალური სარგებელი მოუტანონ ბიზნესს.
რას გულისხმობს პრაიმ ლეგალის იურიდიული სერვისების აუთსორსინგი?
იურიდიული სერვისების აუთსორსინგი Prime Legal-ის ყველაზე პოპულარულ მომსაუხრებათა ჩამონათვალს აერთიანებს, რომელიც ბიზნესს სრულიად ახალ შესაძლებლობათა ველთან აძლევს წვდომას. პრაიმ ლეგალის იურიდიული მომსახურება მოიცავს:
- იურიდიული კონსულტაცია: პროფესიონალ იურისტთა და ადვოკატთა გუნდი იურიდიულ საკითხებზე თავიანთ ექსპერტულ რჩევებს გთავაზობენ, რომელიც მორგებულია თქვენს ბიზნესსაჭიროებებს და მიზნებს.
- იურიდიული აუდიტი: სამართლებრივ ჭრილში, ბიზნესის საქმიანობის სრული შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება. პრაიმ ლეგალის იურისტების მიერ, თითოეული არსებული დოკუმენტი გადამოწმდება, შეფასდება რისკები და ასევე, გაიცემა რეკომენდაცია აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების შესახებ.
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება: ხელშეკრულებების, შეთანხმებების, აქტების, დებულებების, წესდების, ოქმების, მიმართვების, განცხადებების, წერილებისა და სხვა ნებისმიერი დოკუმენტის მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე მომზადება, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზეც საქმიანობენ.
- სასამართლო/საარბიტრაჟო დავების წარმართვა: პრაიმ ლეგალის ადვოკატები უზრუნველყოფენ სასამართლო/საარბიტრაჟო დავის წარმართვასა და წარმომადგენლობას სარჩელის მოძიების ეტაპიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ჩაბარებამდე. დავების წარმართვა ხორციელდება, როგორც საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, ასევე არბიტრაჟში.
- წარმომადგენლობა:შეხვედრების ორგანიზება, მოლაპარაკებების წარმართვა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სწორედ ის სერვისებია, რომელთა წყალობითაც პრაიმ ლეგალი ნებისმიერი ბიზნესის საქმიანობას ამარტივებს. კომპანიის კორპორაციული იურისტები წარმომადგენლობას გაგიწევენ პარტნიორებთან, მომხმარებლებთან, მესამე პირებთან და სახელმწიფო ორგანოებში მოლაპარაკებებისას.
- სხვა იურიდიული სერვისები: გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურებებისა, პრაიმ ლეგალის საქმიანობა მოიცავს ისეთ ასპექტებსაც, როგორიცაა ადმინისტრაციული, სამოქალაქო, საინვესტიციო, სახელშეკრულებო, სამედიცინო, საბანკო და საგადასახადო, საიმიგრაციო, შრომითი, უძრავი ქონების და სამშენებლო სამართალი.