სააქციო საზოგადოების მნიშვნელობა
სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის კაპიტალიც დაყოფილია აქციებად. სააქციო საზოგადოებას ჰყავს აქციონერები, რომლებიც არიან სააქციო საზოგადოების აქციების მესაკუთრეები. აქციონერი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, აგრეთვე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე რეგისტრირებული, დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც შეუძლია საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები და აიღოს ვალდებულებები.
აქციონერები, სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობისთვის არ აგებენ პასუხს კრედიტორების წინაშე, ასევე, არც თავად სააქციო საზოგადოებაა პასუხისმგებელი აქციონერთა ვალდებულებებზე მესამე პირების წინაშე.
აქციონერებს გააჩნიათ თანაბარი უფლება-მოვალეობები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. გამონაკლისს კი წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც კანონით ან საზოგადოების წესდებით პირდაპირ არის ასეთი გათვალისწინებული.
სააქციო საზოგადოებას აქვს განთავსებული კაპიტალი. განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 ლარზე ნაკლები.
რაც შეეხება სააქციო საზოგადოების უპირატესობებს, ესენია:
- სააქციო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს დიდი რაოდენობით ფულად რესურსზე მოიპოვის წვდომა აქციების გამოშვებითა და მათზე მრავალ აქციონერზე საკუთრების უფლების გადაცემით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიზნესის განვითარებისათვის ან სხვა სამეწარმეო მიზნებისათვის;
- კომპანიის მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებში აქტიურად არიან აქციონერები ჩართულები, ასევე, მათ აქვთ დირექტორთა საბჭოს და მისი წევრების არჩევის უფლება;
- საჯარო სააქციო საზოგადოების აქციებით საფონდო ბირჟებზე თავისუფლად ვაჭრობის შესაძლებლობა;
- სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია აქციონერებს შეზღუდული ფორმით პასუხისმგებლობა დააკისროს კომპანიის ფულად ვალდებულებებზე;
- დამატებითი კაპიტალის საჭიროების შემთხვევაში, გამოუშვას და გაყიდოს ახალი აქციები;
- საინვესტიციო რისკი დივერსიფიცირებულია მრავალ აქციონერს შორის და არ ეკისრება ერთ ან ორ ინდივიდს.
სააქციო საზოგადოება, როგორც მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი ფორმა, გარკვეული სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევაში იდეალურ ფორმას წარმოადგენს. სააქციო საზოგადოების ფორმით მრავალი მეწარმე სუბიექტი მოქმედებს. აღნიშნული ფორმა განსაკუთრებით პოპულაცია აშშ-სა და ევროპის წამყვან ქვეყნებში.
ავტორი: ბექა ლობჟანიძე