ისტორია
PRIME LEGAL დაფუძნდა 2019 წელს და ერთი მისიის გარშემო გააერთიანა მაღალკვალიფიციური იურისტები და ადვოკატები. კომპანიის შექმნის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ მომხმარებლებისთვის ისეთი იურიდიული მომსახურების მიწოდება, რომელიც გააუმჯობესებდა აუთსორს მომსახურებასა და აუთსორსთან ერთად, მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემდა ესარგებლა იურისტის/ადვოკატის ადგილზე ვიზიტის სერვისითაც. ჰიბრიდული მომსახურება ბიზნესს საშუალებას აძლევს ნაკლები დანახარჯებითა და სხვადასხვა განხრით კვალიფიკაციის/გამოცდილების მქონე იურისტების დასაქმების გარეშე, ისარგებლოს იურიდიული დეპარტამენტის სრული მომსახურებით.
კომპანიის დაფუძნებისას ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლინდა ის ხარვეზები და შეფერხებები, რომლებსაც მომხმარებლები ყოველდღიურად აწყდებოდნენ იურიდიული მომსახურების მიღებისას, როგორიცაა იურისტთან/ადვოკატთან გართულებული კომუნიკაცია, მომსახურების მიღების ხანგრძლივი ვადები, უცხო ენაზე მომსახურების მიღების შეუძლებლობა და სხვ. არსებულის გათვალისწინებით, PRIME LEGAL მომხმარებელს სთავაზობს ეფექტურ, მოქნილ და მისი მოთხოვნისა და საჭიროებების გათვალისწინებით შექმნილ ინდივიდუალურ მომსახურებას და ანაზღაურების პირობებს, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ რეჟიმში, კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით კომპანიის იურისტთან/ადვოკატთან დაკავშირებას და 1 სამუშაო დღის ვადაში მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე იურიდიული მომსახურების მიღებას.
მისია
ჩვენი მისიაა თითოეულ მომხმარებელს მივაწოდოთ მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურება მის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე ინდივიდუალურად მორგებული ფორმატითა და პირობებით უმოკლეს ვადებში. PRIME LEGAL-ის გუნდის თითოეული წევრი, კომპანიის ღირებულებებიდან გამომდინარე, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კეთილგანწყობაზე და უზრუნველყოფს მისთვის უმოკლეს დროში მიმდინარე საკითხების თუ სამართლებრივი პრობლემების გადაჭრისა და რეგულირების ეფექტური გზების შეთავაზებას ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით.
ფიზიკური თუ იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიწოდება ხორციელდება მაღალი ხარისხით, კომპანიაში დანერგილი სამართლებრივი ექსპერტიზის ადგილობრივი სტანდარტების, ტექნოლოგიური ინსტრუმენტებისა და მრავალწლიანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, რაც ჩვენ მომსახურებას კიდევ უფრო ეფექტურს და შედეგზე ორიენტირებულს ხდის.
ჩვენი მისიაა ინოვაციური გზების გამოყენებით მიმდინარე დავალების თუ პრობლემური საკითხების უმოკლეს ვადებში, საუკეთესო და ნაკლებდანახარჯიანი გადაჭრის გზების მოძიება და მისი მომხმარებლისათვის შეთავაზება, რადგან ცალსახაა, რომ PRIME LEGAL-ის და მისი გუნდის თითოეული წევრის წარმატება დამოკიდებულია მომხმარებლის კმაყოფილებასა და შედეგებზე.
კმაყოფილი კლიენტი, მისთვის გადაჭრილი პრობლემა და წარმატებული საქმე ჩვენი სავიზიტო ბარათია!
ჩვენი ღირებულებებია
- ვიმუშაოთ გუნდურად და მუდმივად ვიზრუნოთ გუნდის თითოეული წევრის პროფესიულ განვითარებაზე
- ვიყოთ მომხმარებლების სანდო და საიმედო მრჩეველი
- ვიზრუნოთ მომხმარებელთა კეთილგანწყობასა და კომპანიის რეპუტაციაზე
- მოვერგოთ მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებს და არა პირიქით
- კოლაბორაცია და გუნდურად მუშაობა მომხმარებლებთან ან/და მის დასაქმებულებთან
- მკაცრად დავიცვათ კონფიდენციალობა
ნანა არაყიშვილი
ადვოკატი • სამართლის დოქტორანტი • მთავარი იურისტი2014 წლიდან საქმიანობს სამოქალაქო და ბიზნეს სამართლის სფეროში, როგორც კორპორატიული და სახეaლშეკრულებო სამართლის ექსპერტი. ასევე, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ``საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის`` (GLIP) წევრი და რამდენიმე სამართლებრივი სტატიისა და ნაშრომის ავტორი. სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული.
დავით ლანჩავა
ადვოკატი • პატენტრწმუნებული • მოწვეული ექსპერტი1992 წლიდან ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას და მოღვაწეობს სამოქალაქო და ბიზნეს სამართლის სფეროში. 2005 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, ხოლო 2009 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ``საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის``
სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.
ნინო ლიპარტია
ადვოკატი • არბიტრი • სამართლის დოქტორი • მოწვეული ექსპერტი2010 წლიდან ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში. 2013 წლიდან თსუ-სა და ილია უნის მიწვეული ლექტორი და რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. 2018 წლიდან სადაზღვევო დავების განმხილველი არბიტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია GLIP-ისა და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის თავმჯდომარეა. 2011 წლიდან ხელმძღვანელობს სადაზღვევო კომპანია არდის იურიდიული დეპარტამენტს.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
გივი წულაძე
იურისტი, მოწვეული ექსპერტი1996 წლიდან მოღვაწეობს სამოქალაქო სამართლის სფეროში და კავშირგაბმულობის სამართლის ექსპერტია. ასევე, მუშაობდა მაგთიკომისა და ჯეოსელის მთავარი იურისტის პოზიციებზე. დღეისათვის, იგი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
სამუშაო ენები: ქართული, რუსული.
გიორგი ბიჩინაშვილი
იურისტი • სამართლის მაგისტრანტისაქმიანობას ახორციელებს სამოქალაქო, შრომით და ბიზნეს სამართლის სფეროში, 2022 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. არის რამდენიმე სამართლებრივი სტატიის ავტორი და თანავტორი. სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
მარიამ კვაჭაძე
ადვოკატი • სამართლის მაგისტრი • იურისტი2018 წლიდან ახორციელებს საქმიანობას სამოქალაქო და ბიზნეს სამართლის სფეროში. 2021 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და რამდენიმე სამართლებრივი სტატიის ავტორი/თანაავტორი.
სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.