კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს იურიდიული კომპანია „პრაიმ ლიგალ“-ის (შემდგომში ,,კომპანია“) ვებ გვერდის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემთა დამუშავების პირობებსა და მათი შენახვის წესს მომხმარებელთა კონფიდენციალურობისა და ხელშეუხებლობის პრინციპის დაცვის მიზნით. აღნიშნული გვერდის მეშვეობით, კომპანია მომხმარებელს აცნობს ინფორმაციას მიღებული პერსონალური მონაცემებისა და მათი გამოყენების წესის თაობაზე.
წინამდებარე ვებ გვერდი შეიცავს სერვერის მიერ შექმნილ მოკლე საინფორმაციო ფაილებს (cookies). ქუქი წარმოადგენს თქვენ მიერ მონახულებული ვებგვერდის მიერ თქვენს მყარ დისკზე შენახულ მოკლე ტექსტურ ფაილს, რომელიც შეიცავს მოკლე ინფორმაციას და ამასთანავე, გამოიყენება მნახველის მიერ შესაბამისი ვებ გვერდით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. წინამდებარე ვებ გვერდის მომსახურების მიღების მიზნით, თქვენ ეთანხმებით ქუქის გამოყენებას, თუმცა მას შემდეგ, რაც დატოვებთ ვებ გვერდს ან დახურავთ ბრაუზერს, სესიის ქუქი თავისით წაიშლება.
კომპანია, მისი ვებ გვერდის მეშვეობით, მომხმარებელს სთავაზობს კონტაქტის გამარტივებულ ფორმას და კომპანიასთან კომუნიკაცია შესაძლებელია თქვენი მონაცემებისა (სახელი, ელ.ფოსტა და ტელეფონი) და შეტყობინების ტექსტის შეყვანის მეშვეობით, კომპანიის ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნა.
კომპანია უფლებამოსილია შეაგროვოს, დაამუშაოს, შეინახოს და საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაცნობა. (სრული დეფინიცია პერსონალური მონაცემების შესახებ მოცემულია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში). კომპანიის მიერ თქვენი პირადი მონაცემები მუშავდება ავტომატიზებული ან არაავტომატიზებული აღჭურვილობის მეშვეობით. ამასთან, გაცნობებთ, რომ კომპანიის მიერ უზრუნველყოფილია კონკრეტულ უსაფრთხოების ზომების დაცვა, რათა თავიდან იქნას აცილებული მონაცემთა დაკარგვა, უკანონო ან არასწორი გამოყენება და არაუფლებამოსილი დაშვება. კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას და იცავს მათ მესამე პირებისაგან. თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე პირებისთვის მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია თქვენს მიერ მოთხოვნილი იურიდიული მომსახურების გაწევისათვის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასევე, მოითხოვოს ინფორმაცია საკუთარი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, დამატების, წაშლის ან განადგურების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნიდან 10 (ათ) კალენდარულ დღეში, კომპანია ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მომხმარებელს აცნობოს უარისა და უარის თქმის საფუძველის შესახებ. ამასთან, თუ კომპანია ჩათვლის, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები არასრულია, არაზუსტია ან არ არის განახლებული, მომხმარებლის მოთხოვნის გარეშე, კომპანია ვალდებულია გაასწოროს ან განაახლოს მონაცემები და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს.