რა არის საპროცესო შეთანხმება

Რა არის საპროცესო შეთანხმება

Საპროცესო შეთანხმება არის შეთანხმება ბრალდებულსა და პროკურორს შორის, რომლითაც ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და უთანხმდება პროკურორს სასჯელთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს, როგორც ბრალდების შემსუბუქება ასევე სასჯელის მოხსნა. Როგორც წესი აღიარება ითვალისწინებს თანამშრომლობას ან/და ზარალის ანაზღაურებას.

2004 წლის თებერვალში საქართველოს სასამართლო სისტემაში საპროცესო შეთანხმების შემოღება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო. Საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში ბრალდებული ბრალის პირდაპირ აღიარების სანაცვლოდ გარკვეულ კომპენსაციას იღებს და ამ გარიგებით და სასჯელზე უკეთესი პირობების შეთავაზებით ბრალდების მხარე მეტნაკლებად კმაყოფილია

საპროცესო შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს თუ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს, მაგრამ მასზე წაყენებულ ბრალდებებს სადავოდ არ ხდის. Შეთანხმების შემთხვევაში განაჩენი სისხლის სამართლის საქმის განხილვის გარეშე გამოდის.

Საპროცესო შეთანხმების ტიპები

Საპროცესო შეთანხმება ბრალდებულს აძლევს შანს აიცილოს ის რისკი რაც შესაძლოა ჩვეულებრივი სასამართლო პროცესით დაემუქროს. Საპროცესო შეთანხმებას გააჩნია სამი ფორმა :

  1. ბრალდების გარიგება
  2. სასჯელის გარიგება
  3. ფაქტის გარიგება

Charge Bargaining (ბრალდების გარიგება)

შეთანხმების ერთ-ერთი ცნობილი ფორმაა, რომელიც გულისხმობს მოლაპარებას ბრალდებელსა და დამნაშავეს შორის – თუ დანაშაული მძიმეა ბრალდების მოხსნის სანაცვლოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულის აღიარების მიღების მიზნით. Მსგავსი შეთანხმების შემთხვევაში ჩატარდება სასამართლო და სასამართლო უნდა დათანხმდეს შეთანხმების მიღებას. Მაგალითად მბრალდებელს შეუძლია განზრახ მკვლელობის მუხლი შეცვალოს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით თუ დამნაშავე აღიარებს დანაშაულს.

Sentence Bargaining (სასჯელის გარიგება)

შეთანხმების ფორმა: ამ შემთხვევაში გარიგება მიმდინარეობს კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში წარდგენილი ბრალის აღიარების სანაცვლოდ მსუბუქი სასჯელის მოთხოვნის პირობით. Პროკურორი დამნაშავის აღიარებით ზოგავს დროს და აღარ უხდება დამატებითი მტკიცებულების მოძიება საკუთარი პოზიციის სასამართლოში გასამყარებლად. Ამ შემთხვევაში არ იცვლება ბრალდების შინაარსი და შეთანხმების ამ ფორმის დადება საბოლოოდ სასამართლოს თანხმობას საჭიროებს.

Fact Bargaining (ფაქტის გარიგება)

შეთანხმების ფორმა, როდესაც დამნაშავე და ბრალდებელი თანხმდებიან სისხლის სამართლის საქმეზე გარკვეული ფაქტების არსებობაზე – სანაცვლოდ სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებების ნუსხაში ბრალდებელს სხვა ფაქტები არ შეაქვს. Ფაქტებში იგულისხმება როგორც ნივთიერი ასევე ვერბალური მტკიცებულებები.

Მაგალითად თუ დასტურდება ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტი, პროკურატურა თანახმაა არ წარადგინოს მოწმის დაკითხვის ოქმი სანაცვლოდ დამნაშავისგან ითხოვს ნარკოტიკული ნივთიერების წარმოშობის ფაქტის აღიარებას, ანუ მიმწოდებლის დასახელებას. Ამგვარად მბრალდებელს შეუძლია შესთავაზოს ბრალდებულს შეთანხმების სხვადასხვა ფორმები და სანაცვლოდ მიიღოს სასურველი ინფორმაცია. Ამ დროს ბრალდებული დგას არჩევნის წინაშე – წარდგენილი ბრალდებების გათვალისწინებით აღიაროს დანაშაული და შეიმსუბუქოს სასჯელი ან უარი თქვას ამ ყველაფერზე და დაელოდოს სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანას.

1931 წელს ცნობილმა განგსტერმა ალ კაპონემ ცვნო თავი დამნაშავედ გადასახადების დამალვაში და შვიდ ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ალკატრასის ციხეში . ბუნებრივია, რომ ამგვარი აღიარება იყო იძულებითი ნაბიჯი მისი მხრიდან, სხვა უფრო მძიმე ბრალდებების წარდგენის საფრთხის გათვალისწინებით. ეს ისტორიული მაგალითი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ასახავს საპროცესო შეთანხმების ძირითადი პრინციპის ელემენტებს.

2004 წლის შემდეგ, საპროცესო შეთანხმებით გადაწყვეტილი საქმეების წილი პროგრესულად იმატებს, ხოლო 2008 წელს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ბრალდებულების 55% – ზე მეტთან

Საქართველოში საპროცესო შეთანხმებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI-ე თავი არეგულირებს. Საპროცესო შეთანხმება გულისხმობს საქმის განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას, როდესაც მიღწეულია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე.

  • Ბრალის შემთხვევაში, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და თანახმაა სასჯელზე.
  • Სასჯელზე შეთანხმება მოიაზრებს, რომ ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს, მაგრამ თანახმაა ბრალდებლის მიერ შეთავაზებულ სასჯელზე

Ბრალდებულის უფლებები

Საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ნებაყოფლობითობა

  • ა) იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ბრალდებულის შეცდომაში შეყვანა, ან მისი ინტერესების არასათანადოდ გათვალისწინება, ამისათვის გათვალისწინებულია ადვოკატი მონაწილეობა პროცესში
  • ბ) ბრალდებულს განაჩენის გამოტანამდე ნებისმიერ დროს, შეუძლია უარი თქვას შეთანხმების გაფორმებაზე
  • გ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაუშვებელია ბრალდებულის მიერ მიწოდებული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენება
  • დ) ბრალდებულს უფლება აქვს გაასაჩივროს შეთანხმების შედეგად გამოტანილი განაჩენი თუ ადგილი აქვს მოტყუებას, მუქარას, იძულებას ან ძალადობას.

Პროკურორის ვალდებულებები

Გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი ვალდებულია, მხედველობაში ჰქონდეს საჯარო ინტერესი, დანაშაულის და სასჯელის სიმძიმე, ასევე ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები. Იმისათვის, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლებამოსილების არასათანადოდ გამოყენებას, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებისათვის, ასევე უკვე გაფორმებული შეთანხმებაში ცვლილებების შესატანად, გათვალისწინებულია ამ საქმეში მოქმედი პროკურორის წინასწარი წერილობითი თანხმობა. ასევე, აუცილებელია, ბრალდებულს იურიდიული დახმარება გაუწიოს კვალიფიციურმა ადვოკატმა ან წარმომადგენელმა.

საპროცესო შეთანხმება და პროკურორის როლი

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული არ წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის მხარეს და პროკურორი არ არის გარკვეული იარაღი დაზარალებულის ხელში, რათა მან შური იძიოს დამნაშავეზე, საპროცესო შეთანხმების დადებისას დაზარალებულის პოზიცია მაინც მნიშვნელოვანია. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის თანახმად, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე, პროკურორი ვალდებულია, კონსულტაცია გაიაროს დაზარალებულთან და შეატყობინოს მას საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ. Ასევე Დაზარალებულს უფლება არ აქვს გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება.

Სასამართლო კონტროლი

თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების შედეგებს, იგი უზრუნველყოფილია ადვოკატის მომსახურებით, მისი ნება გამოხატულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოტყუებისა და ზეწოლის გარეშე, აგრეთვე თუ საქმეში არსებობს პირის მსჯავრდებისათვის საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა და შეთანხმება მიღწეულია კანონის შესაბამის სასჯელზე – სასამართლო ამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი.