ინფორმაციის თავისუფლება
Ინფორმაციის თავისუფლება, მოიცავს ინფორმაციის მოპოვებას და მიღებას, გავრცელებას და გადაცემას. Ერთის მხრივ ეს არის ჩვენი უფლება, მივიღოთ ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი, ინფორმაციის თავისუფლება მოიაზრება, როგორც აზრის გამოხატვის უფლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და გულისხმის ინფორმაციის გავრცელების უფლებას. ინფორმაციის თავისუფლება არის აზრის გამოხატვის უფლების წინაპირობა. იმისათვის, რომ ადამიანს ჩამოუყალიბდეს ობიექტური ხედვა ამა თუ იმ საკითხის მიმართ, საჭიროა, მან, პირველ რიგში, მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.
Საქართველოს კანონმდებლობით ყველა მოქალაქეს უფლება აქვს, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას. Ინფორმაციის გაცნობაზე უკანონოდ უარის თქმა ან მცდარი ინფორმაციის წარდგენა დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.
Საერთაშორისო გარანტი
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობა სათავეს შვედეთში იღებს, სადაც მსოფლიოში პირველი ინფორმაციის თავისუფლების აქტი 1766 წელს იქნა მიღებული. დღეს, ამ თარიღიდან დაახლოებით ორი საუკუნის შემდეგ, ინფორმაციის თავისუფლება მსოფლიოს ყველა კონტინენტზე აღიარებულია ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებად, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციისა და აფრიკული კავშირის მიერ. თუმცა, ამ საყოველთაო აღიარებამდე, ცალკეულ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მრავალი ეტაპის გავლა დასჭირდათ.
ამ მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გაეროს გენერალური ასამბლეის 1946 წელს გამართულ პირველსავე სესიაზე გადაიდგა, როდესაც, სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში ინფორმაციის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად იქნა დასახელებული.
მაქსიმალური ღიაობა
საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის მიმართ უნდა მოქმედებდეს ღიაობის პრეზუმფცია. ორგანოს, რომელიც უარს განაცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, დაეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ ინფორმაციის გაცემაზე უარი განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისების ფარგლებში. კანონს უნდა გააჩნდეს გავრცელების ფართო სპექტრი, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ უნდა იზღუდებოდეს ინფორმაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა წრე. ამასთან, იმ დაწესებულებების რიცხვიც, რომლებზეც კანონით დადგენილი ვალდებულებები ვრცელდება, მაქსიმალურად უნდა მოიცავდეს საჯარო ფუნქციის მქონე ყველა უწყებას.
ღია მმართველობის ხელშეწყობა
ინფორმაციის ხელმისაწვდომებისაკენ მიმართული ნორმები საჯარო დაწესებულებებში არსებული საიდუმლოების კულტურის შეცვლას უნდა ემსახურებოდნენ. აღნიშნული მიზნის მიღწევის მეტ-ნაკლებად ეფექტურ მეთოდებს მიეკუთვნება საჯარო მოხელეთა გადამზადება, ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი წარმატებული ჩინოვნიკების წახალისება და დამრღვევთა მიმართ გარკვეული სანქციების დაწესება. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ინფორმაციის მიღების უფლების შესახებ პირთა ინფორმირებულობის გასაუმჯობესებლად საინფორმაციო კამპანიის წარმოება.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაიოლებისკენ მიმართული პროცესი
ინფორმაციის მოთხოვნით წარდგენილი ყველა განცხადება უნდა განიხილებოდეს სწრაფად და სამართლიანად. ამასთან, ინფორმაციის გაცემაზე უარის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ასეთი გადაწყვეტილების მიუკერძოებელი პირის და/ან სასამართლოს მიერ გადახედვის შესაძლებლობა.
Ხარჯები
ინფორმაციის გაცემისათვის დაწესებული მოსაკრებელი გონივრული უნდა იყოს და არ წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენის დამაბრკოლებელ გარემოებას.
Დაცვა
Პირები, რომლებიც საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას კანონდარღვევის შესახებ, დაცულნი უნდა იყვნენ კანონით.
Განცხადების წარდგენა
ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია დაინტერესებულ პირთათვის უფლების მინიჭება, საჯარო დაწესებულებებში განცხადებების წარდგენის გზით, მოითხოვონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. იმ პირთა წრე, რომელნიც საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის მოთხოვნის უფლებით სარგებლობენ, განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. რიგ შემთხვევებში, განმცხადებელს შესაძლოა დასჭირდეს Представительство, თუმცა ამის ვალდებულებას კანონი არ წარმოქმნის.
გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობა განსაკუთრებით ლიბერალურ რეგულირებას ითვალისწინებს ამ თვალსაზრისით. კანონი „ნებისმიერ“ პირს აძლევს უფლებას, მოითხოვოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. ამასთან, აღნიშნული უფლებით მოსარგებლე პირთა წრე არ არის შეზღუდული მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებით და თანაბრად ვრცელდება უცხოელებზე, მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად.
ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
საჯარო დაწესებულებაში შემოსული განცხადებების განხილვისა და ინფორმაციის გაცემისათვის სპეციალური პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის პრაქტიკა, დღეს უკვე მრავალ სახელმწიფოშია დამკვიდრებული. ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელსაც უფლება აქვს, აღნიშნული უფლებამოსილება გადასცეს საამისოდ განსაზღვრულ პირს.
განცხადების განხილვისა და ინფორმაციის გაცემის ვადები
ინფორმაციის მაძიებელთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის დროულ მიღებას. ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციის გაცემისათვის არასათანადოდ ხანგრძლივი ვადების დაწესება, მნიშვნელოვნად ლახავს პირთა უფლებას, მოიპოვონ საჯარო დაწესებულებაში დაცული მათთვის საინტერესო მონაცემები. ინფორმაციის თავისუფლების სფეროში არსებული პრაქტიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, სწორედ ინფორმაციის გაცემისას გაჭიანურებული ვადები სახელდება. ამიტომ, მრავალ ქვეყანაში, კანონმდებლობა ინფორმაციის დაუყოვნებლივ ან უმოკლეს ვადაში გაცემის ვალდებულებას აწესებს.
ესტონეთის კანონმდებლობის თანახმად, ინფორმაციის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებას პასუხი უნდა გაეცეს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა104არასრულყოფილი განცხადების მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში, უნდა დაუკავშირდეს განცხადების ავტორს და შესთავაზოს ხარვეზის აღმოფხვრა. ხსენებული ვადები აითვლება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან.
105 კანონი ითვალისწინებს შესაძლებლობას, განცხადების განხილვის ვადა გახანგრძლივდეს 15 სამუშაო დღემდე იმ შემთხვევებში, თუ განცხადება არასრულყოფილია ან მისი განხილვა მოითხოვს ჩვეულებრივზე მეტ დროს. ამის შესახებ, სათანადო მიზეზების მითითებით, 5 სამუშაო დღის ვადაში, ეცნობება განცხადების წარმდგენ პირს.106 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო ინფორმაცია (ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის ჩათვლით) დაუყოვნებლივ გასცეს.
ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 10 დღემდე, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა, საჯარო დაწესებულებისაგან მოითხოვს: სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას.
თანამდებობის პირები და ინფორმაციის თავისუფლება
საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას, განსაკუთრებული როლი ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს უნდა მიენიჭოს. ასეთი თანამდებობის პირის ფუნქციების შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არავითარ დირექტივებს არ იძლევა, რაც საჯარო დაწესებულებებს სთავაზობს შესაძლებლობას, თავად დაადგინონ მათთვის სასურველი წესები. ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმგებელი პირის პოზიცია უნდა იძლეოდეს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას და მისი როლი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ შემოსული განცხადებების განხილვით. ის უნდა განსაზღვრავდეს დაწესებულების პოლიტიკას ინფორმაციის თავისუფლების სფეროში, ადგენდეს შიდა პროცედურებს და იძლეოდეს რეკომენდაციებს საჯარო დაწესებულების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2012 წლის მაისის ცვლილებების შემდგომ, საჯარო ინფორმაციისათვის პასუხისმგებელი პირს დაემატა ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ვალდებულებებიც, რაც საჯარო დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ აღნიშნული თანამდებობის პირის უფლებამოსილებების განსაზღვრისას. სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა ინფორმირებულობას ინფორმაციის თავისუფლების სფეროში არსებული საკანომდებლო რეგულირებებისა და დაწესებულების შიდა პოლიტიკის შესახებ.
ინფორმაციის დამუშავებასთან, გაცემასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებული პროცედურული დოკუმენტები უნდა გადაეცეს ყველა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. მნიშვნელოვანია თანამშრომელთათვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება ტრენინგების მეშვეობითაც. საჯარო დაწესებულებებმა უნდა დაამკვიდრონ იმ თანამდებობის პირთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების პრაქტიკა, რომლებიც არღვევენ ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ ნორმებს.