PRIME LEGAL და კრიპტო ბიზნესის ლიცენზია
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისს ბრძანების შესაბამისად კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მომსახურება გახდა ლიცენზირებადი და რეგულირებადი საქმიანობა.
PRIME LEGAL-ის იურისტები უკვე 5 წელზე მეტია იურიდიულ მომსახურებას უწევენ კრიპტო ბიზნესს, ხოლო ბოლო 2 წლის მანძილზე უკვე აქტიურად ეწევა მსურველებისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ლიცენზირებას.
ჩვენი კვალიფიციური იურისტების, ეკონომისტების და AML სპეციალისტების გამოცდილი გუნდის პარალელურ რეჟიმში ერთობლივად მუშაობა უზრუნველყოფს თითოეული სამართლებრივი დოკუმენტის, ბიზნეს გეგმისა და შესაბამისობის კონტროლის სისტემის დასანერგად შემუშავებული შიდა ინსტრუქციების უმოკლეს ვადებში შედგენასა და საქართველოს ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციოდ წარდგენას.
სწორედ კომპლექსური მომსახურების ფარგლებში, ჩვენმა პარტნიორმა კომპანიებმა, ერთ-ერთმა პირველებმა მოიპოვეს ლიცენზია და შეუფერხებლად განაგრძეს საქმიანობა. სწორედ აღნიშნულის დამსახურებით, ჩვენი გუნდის ბალანსზე უკვე არაერთი ლიცენზიაა.
PRIME LEGAL-ი გამოირჩევა სისწრაფით და სრულყოფილი მომსახურებით. ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ სამართლებრივ მხარდაჭერას, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, მარტივად, სწრაფად და კომფორტულად, ამ პროცესში მინიმალური ჩართულობით გაიაროთ ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურა.