იურიდიული კონსულტაცია
ჩვენი იურისტები კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე
იურიდიული აუდიტი
ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი საქმიანობის სამართლებრივ ჭრილში სრულ შემოწმებას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას. ჩვენი იურისტების მიერ გადამოწმდება თითოეული არსებული დოკუმენტი შეფასდება მისი რისკები და ასევე გაიცემა რეკომენდაცია აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე.
სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება
ჩვენ დაგიმზადებთ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, აქტებს, დებულებებს, წესდებას, ოქმებს, მიმართვებს, განცხადებებს, წერილებს და სხვა ნებისმიერ დოკუმენტს მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე.
ასევე, უზრუნველვყოფთ იურიდიული დოკუმენტაციის ხელმოწერის, დამოწმების, წარდგენის, რეგისტრაციისა ან/და გაგზავნის პროცედურების განხორციელებასა და მხარდაჭერას.
სასამართლო • საარბიტრაჟო დავების წარმართვა
• ჩვენი ადვოკატები უზრუნველყოფენ სასამართლო/საარბიტრაჟო დავის წარმართვასა და წარმომადგენლობას სარჩელის მოძიების ეტაპიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, რაც გულისხმობს: სარჩელის, შესაგებელის, ან/და შეგებებული სარჩელის მომზადებას, შუამდგომლობის მომზადებას, ვადების კონტროლს, სასამართლოსთან კომუნიკაციას, სასამართლო პროცესზე კლიენტის წარმომადგენლობას, მორიგებას, გადაწყვეტილების ჩაბარებას, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების მომზადებას, კერძო საჩივრის მომზადებას, სააღსრულებო ფურცლის გამოთხოვას და სხვა საპროცესო ქმედებების განხორციელებას.
• დავების წარმართვა ხორციელდება, როგორც საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, ასევე არბიტრაჟში.
წარმომადგენლობა
დაგეხმარებით, როგორც შეხვედრების ორგანიზებაში, ასევე მოლაპარაკებების წარმართვასა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში. ჩვენი კორპორაციული იურისტები წარმომადგენლობას გაგიწევენ პარტნიორებთან, მომხმარებლებთან, მესამე პირებთან და სახელმწიფო ორგანოებში
სხვა იურიდიული მომსახურება
ადმინისტრაციული, სამოქალაქო, საინვესტიციო, სახელშეკრულებო, სამედიცინო, საბანკო და საგადასახადო, ინტელექტუალური საკუთრების, საიმიგრაციო, შრომითი, უძრავი ქონების და სამშენებლო სამართალი